ძმებ კაკულიებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუგა და დავით კაკულიები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მოსამართლემ პროკურატურის წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ გაიზიარა და ძმებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების ნაწილში მოსამართლემ ძმები მხოლოდ იარაღის ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.
ძმები კაკულიები დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონო კვეთაში.
ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს.