თეგებით ძიება
11. 02. 2023 მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრიდან 119 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან გადარჩენილი 16 წლის ბიჭი ამოიყვანეს

მიწისძვრიდან 119 საათის შემდეგ, თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში მაშველებმა დანგრეული შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოზარდი საკაცით კლინიკაში წაიყვანეს, ის გონზე იყო და ნათესავებს უღიმოდა. 

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიური უბედურების ზონაში 24-საათიანი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა