დედა შვილების გადარჩენას ცდილობდა - სამივეს ცხედარი ნანგრევებში იპოვეს (ფოტო)
თურქეთში, ქალაქ ჰატაიში დამანგრეველ მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლიდან, მაშველებმა დედისა და ორი შვილის ცხედრები ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მომხდარი მიწისძვრის დროს, პოლიციელი ქალი, ემინე ჩანკირი და მისი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილი, 15 და 10 წლის გოგონები ნანგრევების ქვეშ დაიღუპნენ.
ემინე ჩანკირისა და მისი ქალიშვილების ცხედრები მარმარისში გადაასვენეს. ჩანკირისა და მისი ქალიშვილების ხსოვნის ცერემონია არმუტალანის მეჩეთში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.