თეგებით ძიება

"კრიმინალზე წითელი შუქები მენთება, მაგრამ არ ვიცი ამ კაცის მიმართ რატომ მაქვს სიმპათია" - ვის შესახებ წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო იგივე, კუკური ბარამიძე სოციალურ ქსელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრადებულის, ბადრი ესებუას შესახებ წერს.

მისი თმით, მან ბადრის მიმართ სიმპატია გაუჩნდა.

"მე გული მიგრძნობს, ბოლო სერიაში ბადრი ესებუას ვერაფერს დაუმტკიცებენ და ბრალსაც ვერ წაუყენებენ. არ ვიცი ამ კაცის მიმართ რატომ მაქვს სიმპათია, ზოგადად კრიმინალზე წითელი შუქები მენთება, მაგრამ რაღაცნაირად გული დამწყდა რომ დაიჭირეს. ეგეც კაი ტიპია  თავისი სახლიდან 2 კმ-ში რას დაჯდა? (იმედია საქართველოს ბანკი სამუდამოდ არ გამაძევებს ბანკიდან )", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა