"ჩემი შვილები სულ ტირიან, მაგრამ როგორ დავბრუნდე?” - რას ამბობს თურქეთში, სტიქიის ზონაში მყოფი ქართველი ემიგრანტი?
თურქეთში, სტიქიის ზონაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, მზია ქავთარაძე მიწისძვრის შედეგად არსებული ვითარების შესახებ საუბრობს.
ამის შემახებ მან "ტელეკომპანია ბორჯომთან" ისაუბრა.
“ჩემი შვილები სულ ტირიან, მაგრამ როგორ დავრუნდე? თვითმფრინავებით თუ წაგვიყვანენ საქართველოში, თორემ, სანამ გზები არ გაიხსნება, იქამდე ვერსად წავალთ”, - ამბობს ემიგრანტი ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.