თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 25 000-ს აჭარბებს
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 25000-ს აჭარბებს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 21 848-მდე გაიზარდა.
AFP-ის ცნობით სირიაში 3,553 ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ორივე ქვეყანაში 25,401-ია.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.