მამა ხელს არ უშვებდა, ეფერებოდა თითებს, რომლებიც მოჩანდა - ნანგრევებთან გადაღებული ფოტოს ისტორია
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადაღებულმა ფოტომ, სადაც მამას ნანგრევების ქვეშ მოქცეული 15 წლის ქალიშვილის ხელი უჭირავს, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ფოტო ადემ ალთანს ეკუთვნის. ფოტოგრაფი იხსენებს, რომ მესუთ ჰანსერი ქალიშვილის ირმაკის ცხედარს ხელს არ უშვებდა, ეფერებოდა თითებს, რომლებიც ნანგრევებიდან მოჩანდა. ფოტოში ჩანს ლეიბი, რომელზეც გოგონას მიწისძვრის დროს ეძინა. ამის შესახებ მან გამოცემა sbs.com.au-სთან განაცხადა.
"გადაიღეთ ჩემი შვილი თქვა მან დაბალი, აკანკალებული ხმით. მე უსიტყვოდ დავრჩი", - იხსენებს ფოტოგრაფი.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 25000-ს აჭარბებს.