„ის ეკლესიები მიწისძვრის ზონაში, რომლებიც არ დაზიანებულა, თავშესაფრებად გადააკეთეს“ - რას წერს ზურა ბატიაშვილი?
ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაყრდნობით წერს, რომ თურქეთში ეკლესიები თავშესაფრებად გადააკეთეს.
„ის ეკლესიები მიწისძვრის ზონაში, რომლებიც არ დაზიანებულა, გადაკეთდა თავშესაფრად უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის.
მე ასე მესმის ქრიატიანობა!
წყარო: https://twitter.com/ferit_tekbas/status/1624525887944237059“ - წერს ბატიაშვილი.
თურქეთსა და სირიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს გადასცდა.