მეორე მიწისძვრა 20 წუთის შუალედში - ეპიცენტი კვლავ დასავლეთ საქართველოში იყო
დღეს, 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მიწისძვრა უკვე მეორედ, 20 წუთის შუალედში დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჯერად ეპიცენტრი დაბა ჩოხატაურიდან სამხრეთი - 18კმ. კურორტი ბახმარო იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო.
დღეს დასავლეთ საქართველოში პირველი მიწისძვრა, ოზურგეთიდან 4 კილომეტრში, სოფელ გომთან დაფიქსირდა.
მიწისძვრა დასავლეთ საქართველოში გუშინაც დაფიქსირდა.