თეგებით ძიება
12. 02. 2023 მსოფლიო

35 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთ-სომხეთის საზღვარი გაიხსნა

სომხეთსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა. ამის მიზეზი თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრები გახდა, რადგან სომხეთმა მიწისძვრის ზონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება გადაწყვიტა და ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა გაგზავნა. 

"ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა სატვირთო მანქანებმა გადაკვეთეს მარგარას ხიდი საზღვარზე და მიემართებიან მიწისძვრით დაზარალებული რეგიონისკენ", - დაწერა „ტვიტერზე“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვაჰან ჰუნანიანმა.

სომხეთის ქალაქ მარგარასთან მდებარე გადასასვლელი ბოლოს 1988 წელს გაიხსნა. იმ დროს თურქეთიდან სომხეთში ჰუმანიტარული ტვირთი სპიტაკის უძლიერესი მიწისძვრის შემდეგ შეიტანეს, რომელსაც სხვადასხვა შეფასებით 25 000-იდან 45 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს გადასცდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა