თურქეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
ისინი შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ.
საქართველოს საელჩო, გაზიანთეფში მოხმდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს გადასცდა.