"სამბალიან მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს, გადაგვიყვანონ სადმე“ - გორში აქცია გამართეს
გორში, ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, შენობა ავარიულია და მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლოა, დაინგრეს.
აქციის მონაწილეები ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.
"ინგრევა ბინა და გადაგვიყვანონ სადმე, სანამ უბედურება არ მოხდა აქაც. როგორც ახლა თურქეთში მოხდა, ისე მოხდება აქაც, ავარიული ბინაა. თბილისიდანაც იყვნენ, ჟურნალისტებმაც გააშუქეს, ყველაფერი რაც შესაძლებლობა ჰქონდა აშუქებენ ტელევიზიები, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენი მოთხოვნაა, გადაგვიყვანონ დროულად, 3 ბალიანსაც ვერ გაუძლებს ეს ბინა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, გორში, ნარკოლოგიურის შენობაში 85 ოჯახი ცხოვრობს.