თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ორივე ქვეყანაში, მსხვერპლი 33 181-ს შეადგენს. თურქეთში დაღუპულია 29 605, სირიაში კი 3 576.
ცნობისთვის, დამანგრეველი მიწისვრები თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გამორმაგდება.