„არ შეიძლება ხალხის ასეთ დღეში ჩაგდება. ძალიან ცუდი ხუმრობაა ეს!“ - თეა გოდოლაძე
სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე საქართველოში მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს არის ჭორი და ასეთი ხუმრობა არ შეიძლება.
„სისულელეს ავრცელებენ, დიდი მიწისძვრა იქნება, ვიღაც სეისმოლოგმა, ქურიძემ თქვაო.
ამ ქვეყანას სულ 5 სეისმოლოგი ჰყვას. თან ხუთივე ერთმანეთს ვიცნობთ. ქურიძე სეისმოლოგო არ გაგვიგია.
მერე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჭორს ავრცელევენ გოდოლაძემაც თქვაო.
არ შეიძლება ხალხის ასეთ დღეში ჩაგდება. ძალიან ცუდი ხუმრობაა ეს!“ - წერს გოდოლაძე.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს სამი მიწისძვრა მოხდა.