გერმანიიდან დაბრუნებულ დათი ქოქრაშვილს სიურპრიზი მოუწყვეს - ემოციური კადრები აეროპორტიდან (ვიდეო)
შარტავას ქუჩაზე დაშავებული 9 წლის დათი ქოქრაშვილი საქართველოში დაბრუნდა. მას მისი მეგრობრები და ოჯახის წევრები აეროპორტში დახვდნენ.
კადრებს სოციალურ ქსელში დათის ოჯახის ახლობლები ავრცელბენ.
შეგახსენებთ, 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.