თურქეთში მიწისძვრიდან 170 საათის შემდეგ, მაშველებმა 42 წლის კაცი ნანგრევებიდან ამოიყვანეს (ვიდეო)
თურქეთში, ჰათაიში მიწისძვრიდან 170 საათის შემდეგ, მაშველებმა 42 წლის კაცი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას 29 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე.