თეგებით ძიება

„საქართველოს როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, მოდით თქვენ დაგვეხმარეთ სხვა არ გვინდაო“ - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან?

ქართველი მაშველი, მიშო შუბითიძე, რომელიც სხვა ქართველ მაშველებთან ერთად თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად იმყოფება სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„1 კვირა გავიდა რაც აქ ვართ, რა შემიძლია ვთქვა, ადგილობრივების გასაჭირზე არაფერს ვიტყვი…. მაგრამ საქართველომ და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ სხვაზე უკეთესები თუ არა ნაკლები არაფრით არ ვართ! ადგილობრივები პირდაპირ გვთხოვდნენ თქვენ მოდით თქვენ დაგვეხმარეთ სხვა არ გვინდაო. საქართველოს როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, რადგან ხედავენ რომ თავს არ ვზოგავთ, ასეთები ვართ ქართველები, პატარა ერი დიდი გულით“, – წერს მიშო შუბითიძე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 36 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა