საქართველომ თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. გასულ ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ქვეყანამ მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.
შეგახსეწნებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებს 36 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.