თეგებით ძიება

"სტამბულში რომ უთხრეს არაფერი გეშველებაო, დიდხანს ტიროდა... ძლიერ უნდოდა სიცოცხლე! აღარ მყავს ჩემი კეთილი და ცანცარა მასკუ..." - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეკო მიქაძე წერს, რომ მამამისი ზაზა მიქაძე თურქეთში, სტამბულში მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა.

"აღარ მყავს ჩემი კეთილი ცანცარა და თბილი მასკუ... ბოლო რაც ჩემზე თქვა იყო, რომ სიკვდილის არ მეშინიაო, უბრალოდ თეკო მეცოდებაო... 

"ათვლა შეწყვიტეს შენმა წამებმა,

სიკეთის გზებით იყავ მავალი.

არაფერია გარდაცვალება,

მამა არ კვდება არის მთავარი.

ტოტებ დახრილი დგას მიმოზები,

შორს მოწყენილი თეთრი მთებია.

შენნაირ კაცებს ანგელოზები

ზეცის კარებთან ელოდებიან.

სადღაც ღვთიური ქრიან ალები,

ფიქრი იქ მიდის ჩემი გულიდან,

კვლავ გზებს მინათებს მამის თვალები,

ოღონდ ამჯერად ზეციურიდან!

ერთის თქმას მაინც ხმამაღლა ვბედავ,

რომლისა თქმითაც გული მშვიდდება.

სადაც შენ წადი ძვირფასო მამა,

წამოსვლა აღარ შემეშინდება", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა