თეგებით ძიება

"2006 წლამდე, ვალენტინობა მაძლევდა საშუალებას, მიმეღო ბევრი საჩუქარი და ამ ამაოებისთვის ზემოდან გადმომეხედა ქირქილით, მაგრამ მერე..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2006 წლამდე, ვალენტინობას ბევრ საჩუქარს და შოკოლადს იღებდა.

"2006 წლამდე, ვალენტინობა მაძლევდა საშუალებას, მიმეღო ბევრი საჩუქარი, ყვავილი, შოკოლადი და ამ ამაოებისთვის ზემოდან გადმომეხედა ქირქილით.

2006 წელს, 14 თებერვალს, კესოზე  ორსული აღმოვჩნდი თბილისში (ჯერ არ ვცხოვრობდი გიგასთან ერთად, მივდი-მოვდიოდი). 

ვზივარ გაფუშფუშებული და საქირქილოდ ვემზადები. 

ისევ გახდა ღამის 12 საათი, ვერ ვიქირქილე. 

სულ არ იცოდა გიგამ რა რიცხვია, პარლამენტში მთელი დღე კენჭისყრები ჰქონდა. 

რაღაც სიცარიელე კი ვიგრძენი, მაგრამ თან მივხვდი, რომ შანსი გვაქვს, დიდხანს ვიცხოვროთ ერთად  

გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ (28 თებერვალსაც მოგილოცავთ)", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა