საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება - რას ამბობს მეუფე?
მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი სინოდის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
„ზენონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია“, – აღნიშნა გრიგოლ კაციამ.
საქართველოს საპატრიარქომ 18 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა.