"ფეხები არ მოჭამოთ, გიულის ფულებით ნაყიდო კორიმპირებულებო“ - დავით ოქიტაშვილი ევროპარლამენტარებს
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.
"ფეხები არ მოჭამოთ(ბოდიში საზოგადოებასთან)თქვე დედა გიულის ფულებით ნაყიდო კორიმპირებულებო თქვენ ეტყობა დაგავიწყდათ ქართველი ერის თავმოყვარეობა
არასდროს არავის დაკრულზე არუცეკვია და არც ეხლა აპირებს თქვენს დაკრულზე ცეკვას. თქვე ქრთამისტო კრიმინალებო", - წერს დავით ოქიტაშვილი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტის რეზოლუცია ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს.
"რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპული საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.