თეგებით ძიება

სასწაული თურქეთში - დედა და 2 შვილი მიწისძვრიდან 228 საათის შემდეგ გადაარჩინეს

თურქეთის ქალაქ ანტაკიაში დედა და მისი ორი შვილი ნანგრევებიდან 228 საათის შემდეგ ამოიყვანეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 41 000-ზე მეტი ადამიანი და დაშავდა 81 000-ზე მეტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ყველაზე დიდი შეშფოთების ზონა“  ჩრდილო-დასავლეთი სირიაა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ნელ ტემპში ხდება.

გაერო 397 მილიონი დოლარით დახმარებას ითხოვს, რათა 5 მილიონი სირიელის თავშესაფრით უზრუნველყოფა მოხდეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა