გიორგი მარგველაშვილი გამაოგნებელია! ქართველ კაცს პირიდან როგორ უნდა ამოგივიდეს, რომ ქართული ჯარი რუსეთის მხარეს იბრძოლებსო - ალეკო ელისაშვილი
„მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საქარტველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადბები გამაოგნებელია.
„ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების, ვინც დღემდე ღამე მსახურობს და ქვეყნის სადარაჯოზე დგას. თან მათ შეურაცხყოფას აყენებს ყოფილი მთავარსარდალი. როგორ შეიძლება ისეთი რამის თქმა, რომ ცოტა ხანში ქართული ჯარი რუსეთის მხარეს იბრძოლებს. ეს პირიდან ქართველ კაცს როგორ უნდა ამოგივიდეს? მით უმეტეს, ასეთი სიტყვები როგორ უნდა თქვას ყოფილმა მთავარსარდალმა და ყოფილმა პრეზიდენტმა?
არ ვიცი, ადამიანი იმაზე მეტად როგორ უნდა დაეცეს, რომ ქართულ ჯარზე თქვას ასეთი რამ. რომ წავიკითხე მარგველაშვილის ნათქვამი, თვალებს არ ვუჯერებდი. „ალტ ინფოში“ რომ ვიღაც სალახანები სხედან, ასეთ რამეს ისინი არ ამბობენ“,- განაცხადა ელისაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ განაცხადა – „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.