კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე - მაშველებმა მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ ნანგრვებიდან კაცი ამოიყვანეს
თურქეთში, მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, ქაჰრამანმარაშში ნანგრევებიდან მაშველებმა კაცი ცოცხალი ამოიყვანეს.
სამაშველო ოპერაციის ემოციური კადრები თურქულ მედიაში ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ მიწისძვრებს 36 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე.