თეგებით ძიება

უზნეობაა ყველანაირი კადრი, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ ჩემი შვილი არის ჯანმრთელი - გიული ალასანია პენიტენციურის კადრებზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ კადრებს ეხმაურება.

მან კადრების გავრცელებას უზნეობა უწოდა.

"უზნეობაა ყველანაირი კადრი, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ ჩემი შვილი არის ჯანმრთელი და არის ძალიან კარგ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე დავდივარ და ვხედავ, ადამიანი დარჩა ცარიელი ძვალი და ტყავი“, - აცხადებს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, 15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რეზოლუციას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა