ნანგრევებში კატის კნავილი შემოესმათ, ადგილზე მისულ მაშველებს 14 თვის ბავშვი დახვდათ - საოცარი ისტორია თურქეთიდან (ვიდეო)
თურქეთში, ჰათაის პროვინციაში მოქალაქეებს ნანგრევებიდან კატის კნავილის ხმა შემოესმათ და შემთხვევით 14 თვის ბავშვი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას businesstoday წერს.
ბავშვის მშობლების და უფროსი დის ნანგრევებიდან ამოყვანა მაშველებმა მიწისძვრიდან 33 საათის შემდეგ შეძლეს, პატარა ბიჭი კი დაკარგულად ითვლებოდა.
"ყველა ტიროდა. სასწაული მოხდა! პატარა კლინიკაშია გადაყვანილი და ის მშობლებმა უკვე ნახეს" - ამბობენ ადგილობრივები.
6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 35,400-ზე მეტი ადამიანი და დაშავდა 81,000-ზე მეტი.
(VIDEO) Disaster teams from NW Türkiye rescued a 14-month-old baby who was under the rubble for about 33 hours in quake-hit Hatay province pic.twitter.com/w9QSIsinsm — ANADOLU AGENCY (@anadoluagency) February 7, 2023