რატომ მიმატოვა, ახსნა-განმარტების გარეშე? ვერ ვმშვიდდები! - ქალმა, რომელიც შეყვარებულმა 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ მიატოვა, პოლიცია გამოიძახა
ჩინელმა ქალმა, რომელიც შეყვარებულმა 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვა, პოლიცია გამოიძახა.
ქალმა სთხოვა სამართალდამცველებს, მოეძებნათ მისი შეყვარებული და გაერკვიათ, რა გახდა განშორების მიზეზი.
გამოცემის ცნობით, პოლიციელებმა ქალის დამშვიდება სცადეს და ურჩიეს, უკვე ყოფილი შეყვარებული სოციალურ ქსელებში დაებლოკა. პოლიციელის თქმით, ასეთი კაცი ქალის ერთგულებას არ იმსახურებს.