სასწაული გრძელდება - მაშველებმა, თურქეთში მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, 17 წლის გოგო ცოცხალი იპოვეს
სამხრეთ თურქეთში მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, ადიამანის პროვინციაში 17 წლის გოგო ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში 36 187 ადამიანი დაიღუპა და 108 000-ზე მეტი დაშავდა.