თეგებით ძიება

"გარეთ გავედი ვხედავ ქუჩის ერთ მხარეზე ქსათუნა ქსოფერია კივის, მეორე მხარეზე ლალი მოროშკინა დადის უკან დიდი წერტილით" - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერიასა და ლალი მოროშკინას ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ფეისბუქპოსტებს  ეხმაურება.

"გარეთ გავედი ვხედავ ქუჩის ერთ მხარეზე ქსათუნა ქსოფერია კივის ყველა ქუჩაშიო და მეორე მხარეზე ლალი მოროშკინა დადის უკან დიიდი წერტილით და ვიღაცეებს ეხება და რამე გამომრჩა ხო?", - წერს ირინა სარიშვილი.

ცნობისთვის პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ და პიარტექნოლოგმა, ლალი მოროშკინამ დაწერეს:

"მოგვიწევს ქუჩაში გასვლა!

ევროპარლამენტი სალომესგან შეწყალებას ითხოვს! ცალკე რეზოლუციით კი ბიძინას დასჯას! ჩვენი სახელით!". - დაწერა ხათუნა ხოფერიამ.

"ბიძინას შეეხებიან და შევეხებით. დიდი წერტილი. თან მაგრად", – დაწერა ლალი მოროშკინამ.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა