თეგებით ძიება

„თქვენ კი ბჭობთ, მაგრამ ბოლოს ვინც იცინის, ცნობილია“ - რას წერს დავით ზურაბიშვილი?

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და წერს.

„როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა,  ვერავინ იფიქრებდა, რომ ათი წლის შემდეგ ყველაზე თავგამოდებული მიშისტები  გუბაზ სანიკიძე და თაკო ჩარკვიანი გახდებოდნენ, ანტიდასავლურ პროპაგადაში   სოზარ სუბარი და ზაზა შათირიშვილი ასავალ-დასავალს მოუჯოკრავდნენ, სასამართლოების უფროსად გირგვლიანის საქმის მოსამართლე იქნებოდა გამწესებული, ხოლო სააკაშვილის ვერამტან ქოცებს თამარ ჩერგოლეიშვილი ლამის შეუყვარდებოდათ.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ  ვისაც გგონიათ სულ ეს ხელისუფლება იქნება ან სულ ის ხალხი იქნება ხელისუფლებაში ვინც ახლაა, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ კი ასე ბჭობთ, მაგრამ ბოლოს ვინც იცინის, ისიც ცნობილია“, - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა