თეგებით ძიება

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - მოსახლეობა პანიკამ მოიცვა

თურქეთში, ძლიერი მიწისძვრა კვლავ მოხდა. 5.1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში დაფიქსირდა, იქ, სადაც 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო.

თურქული წყაროების ინფორმაციით, მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

მიწისქვეშა ბიძგები წუხელ ღამით დაფიქსირდა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებას 38 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. მიწისძვრამ 10 ქალაქზე მეტი დააზიანა, დანგრეულია ათასობით შენობა-ნაგებობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა