ჯანსაღი მეგობრობის ორმხრივი „ბენეფიტები“
ჯანსაღი მეგობრობა აუმჯობესებს თქვენს საერთო კეთილდღეობას მრავალი თვალსაზრისით - ამცირებს სტრესის სიმპტომებს და დადებითად მოქმედებს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
კვლევამ დაადასტურა, რომ მეგობრობამ შეიძლება შეამციროს სტრესისა და შფოთვის დონე. მოზარდობისა და თინეიჯერობის წლებში ახლო მეგობრების ყოლა ხელს უწყობს ზრდასრულ ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც.
სოციალური მხარდაჭერა და მეგობრობა აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციონირებას. მეგობრულ ურთიერთობაში ჩართვა ასევე დაგეხმარებათ მეხსიერების გაუმჯობესებაში.
მეგობრობის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია თავიდან აგარიდოთ მარტოობის შეგრძნებით გამოწვეული დეპრესია და სხვა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
ჯანსაღი მეგობრობა ემოციური მხარდაჭერის ძლიერ სისტემას ქმნის და გეხმარებათ ცხოვრებისეულ ცვლილებებში; უმჯობესდება ცხოვრებისეული კმაყოფილება რამდენიმე გზით. ეს გიბიძგებთ, ენდოთ სხვებს და გქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება მათ მიმართ. მეგობრების იშვიათად ნახვა
ცხოვრებით კმაყოფილების დონეს 69%-მდე ამცირებს.
მეგობრებთან ერთად დროის გატარება დაგეხმარებათ ჯანსაღი ჩვევების განვითარებასა და შენარჩუნებაში. თანამოაზრე მეგობრები დადებით გავლენას ახდენენ თქვენზე და მათ შესაძლოა შეცვალონ თქვენი ცხოვრების წესი, თუ ის არაჯანსაღია.
ჯანსაღი მეგობრობის შენარჩუნების რამდენიმე გზა:
მათთვის დროის დაგეგმვა: მეგობრებთან ურთიერთობისთვის დროის განსაზღვრა დაგეხმარებათ ურთიერთობების შენარჩუნებაში. შეგიძლიათ მათთან ვირტუალურად ისაუბროთ ან დაგეგმოთ ისეთი აქტივობა, რომელიც განამტკიცებს თქვენს ურთიერთობას.
ივარჯიშეთ მეგობართან ერთად: ფიზიკურად აქტიურობა ჯგუფურ გარემოში ან ერთ-ერთ მეგობართან ერთად დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი მეგობრობა.
პატივი ეცით საზღვრებს: თერაპევტი სემ ნაბილი განმარტავს, რომ თქვენი მეგობრის პირადი საზღვრების პატივისცემა აუცილებელია. ამ პირადი სივრცის დარღვევამ შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს და ამით თქვენს შორის კონტაქტი შეიზღუდოს.
https://psychcentral.com/relationships/benefits-of-friendship#making-new-friends