18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ეს დღე პირად ამბიციებსა და მიმდინარე ვალდებულებებს შორის ბალანსის მნიშვნელობას დაგანახებთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს - თუ მათ უგულებელყოფთ შეიძლება მცირე გაუგებრობა სერიოზულ დაბრკოლებად გადაიქცეს. საღამოს ძლიერი ემოციური განცდები გელით, რომლებიც წარსულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რომ იმპულსური ქმედებები თავიდან აიცილოთ.
კურო
ეს დღე მატერიალური სტაბილურობის მიმართულებით გარდამტეხი იქნება. შეიძლება ფინანსური გეგმების გადახედვა ან პროფესიული პრიორიტეტების გადაფასება მოგიწიოთ. მოულოდნელმა ხარჯებმა ან თანამშრომლობის წინადადებებმა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივებზე დაგაფიქროთ. საღამოს ახლობლებთან დაძაბული საუბრები გელით, სადაც აქცენტი ნდობის საკითხეზე იქნება გამახვილებული. ემოციებს ნუ შეიკავებთ — მათი გულწრფელი გამოხატვა დაძაბულობას განმუხტავს.
ტყუპები
ინფორმაციისა და იდეების გაცვლის დღეა. მოულოდნელი ცნობები თქვენს მიმდინარე გეგმებზე გავლენას მოახდენს. შესაძლებელია შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც ძველი პრობლემების გადაჭრისთვის არასტანდარტულ ვარიანტებს შემოგთავაზებენ. მოერიდეთ დაუფიქრებელ დაპირებებს - ამ დღეს სიტყვებს შეიძლება მოულოდნელი მნიშვნელობა მიენიჭოს.
კირჩხიბი
ნოსტალგიური მოგონებების ან ნათესავებთან დაპირისპირების გამო ამ დღეს ოჯახური ან უძრავი ქონების საკითხები წინა პლანზე წამოიწევს. მნიშვნელოვანია, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ეს დღე ხელსაყრელია ძველი პროექტების დასასრულებლად, მაგრამ სარისკო წამოწყებებს უნდა მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც გაიძულებთ, წარსულს ახალი კუთხით შეხედოთ. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების აღიარების — ეს ურთიერთობებს გააძლიერებს.
ლომი
შემოქმედებითი აღმაფრენით სავსე დღეა. თქვენი გადაჭარბებული ამბიციები შეიძლება კონფლიქტების მიზეზი გახდეს. სანამ ადამიანებს პრეტენზიებით მიმართავთ, კარგად დაფიქრდით სამართლიანია თუ არა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ. საღამოს შეიძლება ახლობელი ადამიანის წარმატების შესახებ შეიტყოთ, რაც წინააღმდეგობრივ ემოციებს გამოიწვევს. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს — ამ დღეს თქვენი ძალა გულწრფელობასა და პარტნიორების ნდობაშია.
ქალწული
ამ დღე ნებისმიერ თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. სამუშაოს ვალდებულება მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სიჩქარეში შეიძლება მნიშვნელოვანი ნიუანსები გამოგრჩეთ. მოსალოდნელია დაპირისპირება კოლეგებთან, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. საღამო დაუთმეთ ჯანმრთელობას - ფიზიკური აქტივობა დაგროვილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
სასწორი
თქვენ გელით დღე, როდესაც პირად სურვილებსა და სხვა ადამიანების მოლოდინებს შორის ბალანსი უნდა დაამყაროთ. მოსალოდნელია წინადადება, რომელიც უახლოესი მომავლის გეგმების გადახედვისკენ გიბიძგებთ. მნიშვნელოვანია, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ — მათი შედეგები მოულოდნელი და სამწუხარო შეიძლება იყოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული ან შემოქმედებითი იმპულსები, მაგრამ კრიტიკის შიში მათ განხორციელებაში ხელს შეგიშლით.
მორიელი
არ აყვეთ ემოციებს, თუნდაც სიტუაცია კრიტიკულად მოგეჩვენოთ. შესაძლებელია კონფლიქტი ადამიანთან, რომელიც თქვენი სისუსტეებით მანიპულირებას ცდილობს. რადიკალური გადაწყვეტილებების ნუ შეგეშინდებათ — დღეს ისინი ძველი ტვირთისგან გაგათავისუფლებენ. გირჩევთ ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
მშვილდოსანი
ეს დღე ახალი თავგადასავლების დასაწყისი გახდება. ეცადეთ ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ. გაითვალისწინეთ, რომ სპონტანურმა ქმედებებმა შეიძლება ახლობლებთან ურთიერთობაში გაუგებრობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, თავისუფლების წყურვილსა და სხვების წინაშე პასუხისმგებლობას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ცნობები, რომლებიც სწავლასა ან საჯარო გამოსვლებს უკავშირდება.
თხის რქა
ამ დღეს პროფესიული ამბიციები პირად ღირებულებებს შეეჯახება. შესაძლებელია სიტუაციები, რომლებიც კარიერასა და პირად ბედნიერებას შორის არჩევანს მოითხოვს. არ დათანხმდეთ კომპრომისზე, რომელიც თქვენს შინაგან პრინციპებს ეწინააღმდეგება. საღამოს მოსალოდნელია კონფლიქტები ავტორიტეტულ პირებთან, სადაც მთავარი საზღვრების პატივისცემა იქნება. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.
მერწყული
მოსალოდნელია თანამშრომლობის შეთავაზება, რომელიც მიმდინარე ამოცანებზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის. საჭიროების შემთხვევაში, ზედმეტი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ადამიანებისგან ახსნა-განმარტებები უნდა მოითხოვოთ. საღამოს მოსალოდნელია დაძაბული საუბრები მეგობრებთან, სადაც ნდობა მთავარი თემა გახდება. ნუ დაეხმარებით ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება არ სჭირდება. შეგიძლიათ საკუთარი ენერგია ბევრად უფრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.
თევზები
ამ დღეს ინტუიცია თქვენი მთავარი მეგზური გახდება. შესაძლოა, განმარტოების და მიმდინარე მოვლენების გაანალიზების სურვილი გაგიჩნდეთ. თუ დროის სწორად განაწილება გიჭირთ, გირჩევთ ყოველდღიური ან ყოველკვირეული გეგმა შეიმუშავოთ. მოერიდეთ ილუზიებს — რეალისტური მიდგომა იმედგაცრუებისგან დაგიცავთ.