თურქეთში, მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის, 14 წლის ბიჭი ამოიყვანეს
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან მეთორმეტე დღეს, მაშველებმა კიდევ სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის ერთი, 14 წლის ბიჭია, რომელმაც ნანგრევებში 260 საათი გაატარა.
ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ორი პირი კი 26 და 33 წლის მამაკაცები არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედიას ავრცელებს.
ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებას 38 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. მიწისძვრამ 10 ქალაქზე მეტი დააზიანა, დანგრეულია ათასობით შენობა-ნაგებობა.