თეგებით ძიება

შეურაცხადი იყო, გესმით?! ვერ ხვდებოდა და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა - რას ამბობს ადვოკატი კაცზე, რომელმაც შვილების თვალწინ ცოლი სასტიკად მოკლა?

ადვოკატი აპირებს გაასაჩივროს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ავტობუსში, შვილების თვალწინ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მისი თქმით, როინ მებონია შეურაცხადი იყო, როცა დანაშაულს ჩადიოდა.

"უფრო სწორი იქნებოდა, რომ შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა, საქმე საერთოდ და ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტის დასკვნითაც კი დასტურდება მინიმუმ შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არა, საერთოდ შეურაცხადი იყო. ვერ ხვდებოდა და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. გავასაჩივრებთ და ხელახალი ექსპერტიზის გადამოწმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - თქვა დაკავებულის ადვოკატმა.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.

როინ მებონია ცოლის მკვლელობას აღიარებს, თუმცა დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს. ამბობს, რომ არ იცის რატომ მიაყენა მრავლობითი სასიკვდილო დაზიანებები მეუღლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა