საქართველოში მეორე მიწისძვრა მოხდა
ქალაქ ოზურგეთთან დღეს მეორე, 3 მაგნიტუდით, მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების სიღრმემ 10 კილომეტრი შეადგინა, ხოლო მისი ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის - სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ გომთან იყო.
ცნობისთვის, მანადე, ბახმაროსთან 3.6 მაგნიტუდით მიწისძვრა მოხდა.