თეგებით ძიება
18. 02. 2023 მსოფლიო

არ ვიცი, როგორ გადავრჩი, რას ვჭამდი - თურქეთში მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, 3 ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ ნანგრევებიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს.

მაშველებმა ისინი ჰათაის პროვინციაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 275 საათზე მეტის გასვლის შემდეგ გადაარჩინეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"არ ვიცით, როგორ გადავრჩი, რას ვჭამდი... მთავარია ცოცხალი ვარ", - განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა