თეგებით ძიება

გარდაცვალება მილიონებთან ერთად - თურქეთში, კაცის ცხედრის გვერდით $2 მილიონი აღმოაჩინეს (ვიდეო)

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეპში, მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დანგრეულ სახლში მამაკაცის ცხედარი და მის გვერდით 2 მილიონი დოლარი იპოვეს. ინფორმაცის Anadolu ავრცელებს.

მაშველებმა ნაპოვნი თანხა პოლიციელებს გადასცეს.

"მამაკაცის გვერდით სულ 2 მილიონი დოლარი იყო, მაშველებმა ფული სპეცრაზმს გადასცეს, ჩვენი ბიჭები პირველ რიგში სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მაგრამ ძვირფას ნივთებსაც გადასცემენ პოლიციას, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა", - განუცხადა Anadolu-ს გაზიანტეპის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ჯაფერ ილმაზმა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ მიწისძვრებს ათასობით ადამიანი შეეწირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა