თურქეთში 61 722 შენობა სასწრაფოდ უნდა დაანგრიონ - მიწისძვრის კატასტროფული შედეგები ციფრებში (სტატისტიკა)
თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად რამდენიმე ათასი შენობა დაინგრა, თუმცა, თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქიური კატასტროფის შემდეგ 60 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობის დემონტაჟია აუცილებელი.
კერძოდ, არსებული ინფორმაციით, 61 722 ათასი შენობის დაუყოვნებლივ სრული დანგრევა უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, 19 917 შენობას საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს.
ამ დროისთვის შესაბამისმა სამსახურებმა 481 685 შენობის კვლევა უკვე დასრულდა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებს 45 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა ორივე ქვეყანაში. მხოლოდ თურქეთშუ სტიქიამ 10 ქალაქი დააზიანა.