ოკუპირებულ ცხინვალს სასმელი წყალი არ მიეწოდება
ოკუპირებულ ცხინვალს 18 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში სასმელი წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას სააგენტო "სპუტნიკი“ ავრცელებს.
ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ედისი-ცხინვალის მაგისტრალზე ავარიამ გამოიწვია. წყლის მიწოდება, სავარაუდოდ, საღამოს უნდა აღდგეს.
ავარია, სავარაუდოდ, უამინდობამ და დაბალმა ტემპერატურამ გამოიწვია.