თეგებით ძიება

საპატრულო ეკიპაჟს მანქანა შეეჯახა - არის მსხვერპლი

ანანურში, გუდაურის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი შეეწირა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მძღოლს ავტომობილში ჩაეძინა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა. შუახნის კაცმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა.  

არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

პოლიციის ორი თანამშორმელი კი დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება პროკურტურამ დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა