"მე ბიჭი არ ვარ!“ - როგორ გამოიყურება შარლიზ ტერონის 11 წლის ვაჟი?
ცნობილი მსახიობის, შარლიზ ტერონის ვაჟი ორი წელია კაბების ჩაცმას ამჯობინებს, ხოლო ბოლო ინტერვიუში მსახიობმა მას გოგოც კი უწოდა.
საზოგადოებაში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ ვარდისფერი არის გოგოებისთვის, ლურჯი, ბიჭებისთვის. ასევე მიღებულია, რომ კაბები და ქუსლებიანი ფეხსაცმელი ქალებისთვისაა განკუთვნილი. ალბათ ამიტომ ისმის კრიტიკა შარლიზ ტერონის მისამართით. ფაქტია, რომ მსახიობ ჯექსონის ვაჟი ხშირად ატარებს სამოსს, რომელიც, უმრავლესობის ჩვეულებრივი გაგებით, გოგონებს აცვიათ.
ჯექსონს შეუძლია გაისეირნოს კაბაში, ვარდისფერ საცურაო კოსტიუმში, ქუსლებში ან თუნდაც ფეხშიშველი. ახლახან კი ბიჭის დედასთან ერთად გადაღებულმა სურათმა ინტერნეტში დისკუსიების ტალღა გამოიწვია - ჯექსონს მოკლე ქვედაკაბა, თეთრი მაისური, მუქი წინდები და მაღალი ქუსლები ეცვა.
თაყვანისმცემლები აკრიტიკებდნენ მას იმის გამო, რომ მის 11 წლის შვილს ასე ჩაცმის უფლება მისცა და არანაირად არ აკონტროლებს ბიჭის ტანსაცმლის არჩევანს.
მსახიობი თავის შვილს არ თვლის ბიჭად. აი, რა თქვა მან კომენტარში:
"დიახ, მეც ბიჭი მეგონა. სანამ სამი წლის ასაკში მან შემომხედა და მითხრა: "მე ბიჭი არ ვარ!“ ესე იგი მყავს ორი მშვენიერი ქალიშვილი, რომლებიც, როგორც ნებისმიერ მშობელს, მინდა დავიცვა და წარმატებულად მივიჩნიო“.
შარლიზი დასძინა, რომ მას სურს, რომ მისმა შვილებმა თავად აირჩიონ როგორები უნდა გახდნენ, მათ შორის სქესიც.
მაგრამ ბევრი გულშემატკივარი არ ეთანხმება მსახიობის აზრს.
მათ მიაჩნიათ, რომ თავის დროზე დედას უნდა აეხსნა ვაჟისთვის, თუ რას ნიშნავდა მისი საქციელი და რა შედეგი მოჰყვებოდა ამას.
"შვილმა სამი წლის ასაკში თქვა, რომ ბიჭი არ იყო. დიახ, სამი წლის ასაკში მას შეეძლო ეთქვა, რომ ის ჩიტი იყო. და თუ იტყოდა, რომ ის ცხენია, მაშინ დედამის მასზე გადამჯდარს უნდა ესეირნა?”, - ამბობენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ შარლიზ ტერონმა ორი ბავშვი იშვილა - 2012 წელს ბიჭი და 2015 წელს გოგონა.
წყარო - newpost.ge