თურქეთში, მიწისძვრიდან მე-13 დღეს ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს, თუმცა 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
თურქეთში, მიწისძვრიდან მე-13 დღეს, ჰატაის ცენტრში, სახლის ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"მიწისძვრიდან მე-13 დღეს ჰატაის ცენტრში, შუკრიუ კანატლას რაიონში, ბინის ნანგრევებიდან სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გამოიყვანეს.. სამწუხაროდ, გადარჩენილი 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანისას გზაში გარდაიცვალა", - წერს CNN Türk.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს 45 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.