თეგებით ძიება

ინტელექტის საზომი ცვლილების უნარია- ციტატები, რომლებიც წინსვლასა და ცვლილებებთან ადაპტაციაში დაგეხმარებათ

გთავაზობთ ციტატებს, რომლებიც წინსვლასა და ცვლილებებთან ადაპტაციაში დაგეხმარებათ:

ინტელექტის საზომი ცვლილების უნარია - ალბერტ აინშტაინი;

შენი ცხოვრება არა შემთხვევით, არამედ ცვლილებებით უმჯობესდება - ჯიმ რონი;

არსებობა ნიშნავს შეცვლას, შეცვლა - მომწიფებას, მომწიფება - საკუთარი თავის ხელახლა შექმნას - ანრი ბერგსონი;

ცვლილება ცხოვრების კანონია და ვინც მხოლოდ წარსულსა და აწმყოს შეჰყურებს, აუცილებლად ასცდება მომავალს – ჯონ კენედი;

მათ, ვინც მოელის, რომ ცვლილებები კომფორტული და კონფლიქტებისგან თავისუფალი იქნება, ვერაფერი უსწავლიათ თავიანთი „ისტორიული“ გამოცდილებიდან - ჯოან უოლახ სკოტი;

არაფერია მუდმივი გარდა ცვლილებისა - ჰერაკლიტე;

არ არსებობს წარმატების ფორმულა, გარდა ცხოვრების უპირობოდ მიღებისა იმ ფორმით, თუ რა მოაქვს მას - არტურ რუბინშტეინი;

ცვლილების საიდუმლო არის მთელი თქვენი ენერგიის ფოკუსირება არა ძველთან ბრძოლაზე, არამედ ახლის აშენებაზ.- სოკრატე;

ცვლილება არ მოვა, თუ დაველოდებით სხვა ადამიანს ან სხვა დროს. სწორედ

ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ველოდით. ჩვენ თავად ვართ ცვლილება, რომელსაც ვეძებთ - ბარაკ ობამა;

ნებისმიერ ცვლილებას, თუნდაც უკეთესობისკენ, ყოველთვის თან ახლავს ნაკლოვანებები და დისკომფორტი - არნოლდ ბენეტი.

https://graciousquotes.com/quotes-about-change/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა