დღევანდელი გადმოსახედიდან, მგონია, რომ არასდროს გავეკარებოდი სიგარეტს - ხათუნა ჟორდანია
ხათუნა ჟორდანია, რომელმაც ფილტვის კიბო დაამარცხა, გადაცემა „სთორი“-ში თავის ავადმყოფობაზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, თუ რას შეცვლიდა ის ცხოვრებაში ხათუნამ ასე უპასუხა:
„მგონია, რომ სიგარეტს არასდროს არ მოვწევდი. დღევანდელი გადმოსახედიდან, მგონია, რომ არასდროს გავეკარებოდი სიგარეტს. ჩემი ავადმყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის,“ – განაცხადა ჟორდანიამ.