20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
თავისუფალი დრო ოჯახის პატარა წევრებთან გაატარეთ და დაანახეთ თქვენი მზრუნველობა. უმჯობესია საკუთარ თავზე მეტი იფიქროთ და დაიწყოთ თქვენი სურვილების ასრულება. მედიტაცია და იოგა კარგია სულიერი სიმშვიდისთვის. მეუღლე შესანიშნავ სიურპრიზს მოგიწყობთ.
კურო
მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ხარჯები და სწორად განკარგოთ ფინანსები. სამსახურში თქვენი ენთუზიაზმის და კრეატიულობის გამოხატვის შანსი გექნებათ. გამორიცხული არ არის, საღამოს სტუმრები გეწვიონ და ერთად სასიამოვნო დრო გაატაროთ.
ტყუპები
სამსახურში შესაძლოა სათანადო ყურადღება არ მოგაქციონ, მაგრამ გული არ გაიტეხოთ. ახალი ემოციისთვის კარგია საინტერესო ადგილი მოინახულოთ. შესაძლოა იპოვოთ ადამიანი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში სიყვარულს შემოიტანს.
კირჩხიბი
ახალი რუტინა თქვენ ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. ადრე განხორციელებული ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. კარიერული კუთხით ყველაფერი ისე მიდის, როგორც გსურთ. თქვენი ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის და შესაძლოა დასრულდეს.
ლომი
სამსახურში პრობლემები მოულოდნელად გაჩნდება და მის მოსაგვარებლად მთელი დროისა და ყურადღების დათმონა მოგიწევთ. ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდებით. თქვენი შემოსავალი გაიზრდება და ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებთ. შეყვარებულმა შეიძლება რომანტიკული საღამო მოგიწყოთ.
ქალწული
მზარდი ხარჯების გამო ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდებით. სამსახურში კოლეგებთან ერთად საინტერესო დროს გაატარებთ. მემკვიდრეობით შესაძლოა ქონება მიიღოთ. ოჯახის წევრების მხარდაჭერა მეტ მოტივაციას მოგცემთ. ახალი რომანი არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდება.
სასწორი
ოჯახის წევრები ყველა თქვენ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ. ინვესტიციის ჩასადებად კარგი დროა და შესაძლოა ახალი სახლის მეპატრონეც გახდეთ. ფინანსური კუთხით შესაძლოა მცირე პრობლემები შეგექმნათ. მეგობრებთან ერთად მოგზაურობა დაუვიწყარი ემოციით აგავსებთ.
მორიელი
ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ახალი წამოწყება წარმატებული აღმოჩნდება. ოჯახში არსებული პრობლემა წარსულს ჩაბარდება და მშვიდი ატმოსფერო დაისადგურებს. საყვარელი ადამიანთან გატარებული ყოველი წამი ბედნიერებით აგავსებთ.
მშვილდოსანი
მეგობრებთან ერთად წვეულებაზე კარგ დროს გაატარებთ. ჯანმრთელობა კვლავ დამაკმაყოფილებელია და მშვიდად იყავით. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ოჯახის წევრები ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებიან და განვითარდებით.
თხის რქა
პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი პასუხიმგებლობა დაგეკისრებათ. მზარდი ხარჯების მიუხედავათ თქვენი ფინანსური მდგომარეობა არ შეიცვლება. ოფიციალურ საღამოზე მნიშვნელოვან ადამიანს გაიცნობთ. საყვარელი ადამიანის დახმარებით ყველა პრობლემას მოაგვარებთ.
მერწყული
ქონებრივი დავა სასურველ შედეგით დასრულდება. ოჯახის წევრები თქვენ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. ხანგრძლივი მოგზაურობა თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. მოულოდნელი წყაროებიდან ახალ შემოსავალს მიიღებთ.
თევზები
თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ახალი სახლის შესაძენად ან ინვესტიციის ჩასადებად შესაფერისი დროა. გამორიცხული არ არის მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღოთ. პირადი პრობლემების მოსაგვარებლად დიდი დრო დაგჭირდებათ.