ბადრი ესებუა ხვალინდელ სასამართლო სხდომას დაესწრება - ადვოკატი
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ, 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ბადრი ესებუა სხდომას დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.