თეგებით ძიება
19. 02. 2023 მსოფლიო

მიწისძვრიდან 14 დღის შემდეგ, თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეწყდა

მიწისძვრიდან თოთხმეტი დღის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კაჰრამანმარაშისა და ჰათაის პროვინციების გარდა ყველგან შეწყდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ" სტიქიურ უბედურებებთან და საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ყველგან დასრულებულია , გარდა კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებისა, სადაც დაახლოებით 40 შენობის ნანგრევებში დიდი სიზუსტით და საფუძვლიანად კვლავ გრძელდება ძიება.დღეის მდგომარეობით მიწისძვრების შედეგად 40 689 კაცია დაღუპული“, - განაცხადა ბრიფინგზე სტიქიურ უბედურებებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეზიდენტმა, იუნუს სეზერმა.

მან აღნიშნა, რომ ინტენსიურად გრძელდება მიწისძვრით დაზარალებული ქალაქების  ნანგრევებისგან გასუფთავების და კეთილმოწყობის სამუშაოები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა