"საშინელება ხდება" - ბრაზილიაში მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7 წლის გოგონაცაა.
სტიქიის ზონაში 50-ზე მეტი სახლი დაინგრა.
სან-პაულოს შტატის 6 ქალაქში, სტიქიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
"საშინელება ხდება", - ამბობენ ადგილობრივები.
ამინდის პროგნოზის თანახმად, სან-პაულოს სანაპირო ზონაში ძლიერი წვიმა გაგრძელდება, რაც, სავარაუდოდ, სამაშველო ოპერაციებს გაართულებს.